Cтримеры
Live
Slot Gamblers
Live
Casino Expert
Live
Players TV

10 რჩევა | როგორ მოვეკიდოთ თამაშს პასუხისმგებლობით

10 რჩევა | როგორ მოვეკიდოთ თამაშს პასუხისმგებლობით

აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში პოპულარულია და რა საკვირველია ჩვენთანაც, საქართველოშიც ბევრი ადამიანი ერთობა კაზინოში. 

 

ერთობა! დიახ, თამაშით ერთობა. უნდა დავიმახსოვროთ ეს სიტყვა კარგად, რადგან აზარტული თამაშები მხოლოდ გასართობად არსებობს და უნდა ვითამაშოთ მანამ, სანამ ამით სიამოვნებას ვღებულობთ.

სიამოვნებას კი მივიღებთ მანამ, სანამ ჩვენი ბიუჯეტი მოგვცემს ამის საშუალებას. 

 

ერთი შეხედვით მარტივად სათქმელია, რომ აზარტი მხოლოდ მდიდრებისთვისაა განკუთვნილი, რადგან დედამიწაზე ნებისმიერი სოციუმი თამაშობს.

 

მნიშვნელოვანია ის თუ რა გვსურს, რა მიზანი გვაქვს აზარტულ თამაშებში. 

 

#1. თუ გადავწყვიტეთ თამაში, აუცილებლად უნდა ვისიამოვნოთ

 

თამაშით ვისიამოვნებთ მაშინ, თუ ბიუჯეტს არ გადავაჭარბებთ. მაგალითად ერთ ლარს ან ხუთ ლარს დავდებთ სპორტში (გააჩნია ფინანსურ მდგომარეობას) თან ჩვენ საყვარელ ფეხბურთს, კალათბურთს ან სხვა სახეობებს ვუყურებთ და ორმაგად ვისიამოვნებთ იმის იმედით, რომ იქნებ ჩვენი ლოგიკაც გამართლდეს, ბილეთიც გამწვანდეს და ექსტრა შემოსავალიც მივიღოთ. 

 

სპორტ ბეთინგში წარმატება თავდაჯერებულობასაც გვმატებს და გვიმყარებს იმ აზრს, რომ ძლიერი ლოგიკა გვაქვს. 

 

ეს არის ერთი პატარა მაგალითი თუ როგორ ვისიამოვნოთ აზარტული თამაშებით.

 

#2. წაგებული თანხა უნდა აღვიქვათ გართობაში გადახდილ ფულად

 

ყოველთვის ვერ მოვიგებთ. ეს ყველამ ვიცით. ამიტომ თუ განსაზღვრულ ბიუჯეტს წავაგებთ, კარგად დავფიქრდეთ და ვთქვათ, რომ გართობაში გადავიხადეთ ფული და აქვე უნდა მორჩეს ყველაფერი.

 

ჩვენ თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი გარკვეული თანხით თამაში, მაგრამ ყოველთვის ვერ მოვიგებთ და დღეს ზუსტად ის მომენტია. 

 

#3. განვსაზღვროთ ბიუჯეტი

 

ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც თამაში უყვართ და ამით სიამოვნებას იღებენ. მათ განსაზღვრული აქვთ ბიუჯეტი. უხეში მაგრამ პირდაპირი მაგილითი რომ მოგიყვანოთ, ეს ადამიანები ხელფასიდან 5%-ს “სათამაშო ყულაბაში” აგდებენ და მთელი თვის მანძილზე განსაზღვრულ თანხას კმაყოფოლდებიან და არასდროს იღებენ ზედმეტს. 

 

#4. განსაზღვრეთ დრო

 

აზარტული თამაშებისას დრო ძალიან სწრაფად გადის და აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ. 

 

როგორც ბიუჯეტი, ასევე დროც უნდა განვსაზღვროთ, რათა მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ მოვაკლოთ ყურადღება. 

 

#5. ველოდოთ წაგებას

 

არასდროს არ უნდა ვიყოთ 100$-ით დარწმუნებულები, რომ დღეს აუცილებლად მოვიგებთ. ყოველთვის უნდა შევაფასოთ რისკები და უნდა დავიმახსოვროთ, რომ წაგების შანსი დიდია.

 

#6. არასდროს გამოვიყენოთ სათამაშოთ საკრედიტო ბარათი

 

საბანკო ბარათით თამაში სარისკოა. დიდი შანსია გადავაჭარბოთ გაწერილ ბიუჯეტს!

 

#7. წაგებულის ამოღებაზე არც ვიფიქროთ

 

წავაგეთ ბიუჯეტი და მორჩა! არცერთი თეთრით ზედმეტი! თუ წაგებულის ამოღებაზე დავფიქრდებით ყველა რჩევას ერთბაშად დავარღვევთ!

 

#8. გავწეროთ წლიური ბალანსიც

 

ძალიან ძნელია წლიური ბალასნის გაწერა, მაგრამ თუ ამას შევძლებთ და არ დავარღვევთ ამ წესს, აზარტული თამაშებისგან მხოლოდ სიამოვნებას მივიღებთ. 

 

#9. მოერიდეთ თამაშს სტრესში, დეპრესიაში და მარტოობის დროს

 

ასეთ დროს ადამიანს მხოლოდ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდება და არა თამაში, ალკოჰოლი ან სხვა ზიანის მომტანი საშუალებები.

 

სტრესში და დეპრესიაში ვერცერთი მოთამაშე გავუმკლავდებით თავს და აუცილებლად ცუდ შედეგს მივიღებთ, დავარღვევთ ყველა წესს.

 

#10. ბევრი წიგნი თუ სტატია წავიკითოთ თამაშისგან გამოწვეულ პრობლემებზე

 

იმედი მაქვს ეს სტატიაც დაეხმარება ერთ ადამიანს მაინც იმაში, რომ ითამაშოს პასუხისმგებლობით. 

 

ინტერნეტის სამყაროში არსებობს უამრავი მასალა, რაც უფრო დაგვეხმარება და განამტკიცებს ჩვენს ფსიქოლოგიას თამაშთან დაკავშირებით.


 

და ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და დავიმახსოვროთ, რომ აზარტული თამაშები მხოლოდ გართობისთვისაა შექმნილი.

 

Amazing scenes as Liverpool reach the Champions League final with stunning comeback!

0

ნანახია - ჯერ